X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე იაპონიის ელჩს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

29 მარტი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქათველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, ჰიროიუკი მორის შეხვდა.

შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროგრესზე, რასაც სტუმრების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის მეთაურის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებული გეგმებიც

შეხვედრის მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის სფეროები და მიმართულებები, სადაც შესაძლებელი და მნიშვნელოვანი იქნებოდა იაპონიის მთავრობისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს აქტიური მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურთიერთ თანამშრომლობის გაფართოვების მზაობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აპარატის უფროსი, თამარ ახვლედიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი, დავით მგალობლიშვილი.